Sunday, April 5, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

გავიმეორეთ წინა გაკვეთილზე შესწავლილი მასალა.როგორც ყველა დღემ, დღევანდელმა დღემაც ნაყოფიერად ჩაიარა.ვიმუშავეთ ბლოგში,ვისწავლეთ ახალი გვერდების შექმნა,საათისა და ვიდეოს ჩასმა,ასევე pikasa ალბომის გაკეთება.მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის პრეზენტაციები,გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები და შევაფასეთ ერთმანეთი.
ტრენინგი ,,ინტელის სასწავლო კურსი" ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა.ბევრი რამე ვისწავლე,რაც პრაქტიკაში გამომადგება,გამიადვილდება ტექნოლოგიებით გამდიდრებული პროექტების დაგეგმვა,პორტფოლიოს შექმნა და პრეზენტაცია.
ტრენინგი საშუალებას აძლევს თითოეულ პედაგოგს იყოს მუდმივ განვითარებისა და პროფესიულ ზრდის პროცესში.
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევანს გამოჩენილი სითბოსა და გულისხმიერებისათვის.

Saturday, April 4, 2015

ტრენინგის მერვე დღე

გავიმეორეთ წინა გაკვეთილის მასალა.შევისწავლეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნა.დავალაგეთ საქაღალდეები,დრაივში ავტვირთეთ პორტფოლიო,მივანიჭეთ სახელწოდება, მისამართი და გადავიტანეთ ბლოგზე.დავამატეთ სიის გაჯეტები და დავამატეთ ბლოგზე

Sunday, March 29, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

გავიმეორეთ წინა მასალა,ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ ყველა მოსწავლის საჭიროების შესახებ მათი პროექტში ჩართულობის დროს და ასევე საგაკვეთილო პროცესში.ვისწავლეთ და შევადგინეთ სუსტი და ძლიერი მოსწავლეებისათვის დავალებები.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.

Saturday, March 28, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

გავიმეორეთ წინა გაკვეთილის მასალა,ვისწავლეთ როგორ უნდა მოსწავლის პრეზენტაციისათვის მომზადება ,რომლის ცოდნაც მოგვცემს,ჩვენს მოსწავლეებს, კარგი პრეზენტაციის მომზადებაში და მივცეთ მათ სწორი მიმართულება. მოვიძიეთ შეფასების რუბრიკები,გადავხედათ გეგმებს.

Sunday, March 22, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელმა დღემ მეტად საინტერესოდ ჩაიარა,გავიმეორეთ წინა მასალა,ვიმუშავეთ საავტორო უფლებებისა და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებზე.ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება ბლოგზე,ასევე ვიმუშავეთ გაჯეტებზე,ახალი გვერდების გახსნაზე .

Saturday, March 21, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

გავიმეორეთ წინა გაკვეთილის მასალა,ვისწავლეთ შეფასების მეთოდები,პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.ვიმუშავეთ ბლოგში,ვისწავლეთ სურათის ატვირთვა,ბლოგის სათაურის შეცვლა და ბლოგის წაშლა და აღდგენა.დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მიღებული ცოდნა დამეხმარება პრაქტიკაში გამოვიყენო ეს ყველაფერი..

Sunday, March 15, 2015

ტრენინგის მესამე დღე

  • გავიმეორეთ ბუკლეტის დამზადება,დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა,ვისწავლეთ სტანდარტის დადგენა,მიზნების განსაზღვრა,მიმართულების მიმცემი კითხვების დასმა.ვიმუშავეთ ბლოგში.ვისწავლეთ ფონების დაყენება.დღემ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

Saturday, March 14, 2015

ტრენინგის მეორე დღე

  • გავიმეორეთ წინა გაკვეთილის მასალა,განვიხილეთ საშინაო დავალება.გავეცანით და გავიმეორეთ ვორდის ინსტრუმენტები.ვისწავლეთ ბუკლეტების დამზადება,დავამზადეთ სარეკლამო ბუკლეტები,რაც ძალიან საინტერესოა.ვიმუშავეთ ბლოგში,ვნახეთ ორგვარი ფანქარი,ვისწავლეთ მათი დანიშნულება,ასევე ტარიღის შეცვლის გზები.

Saturday, March 7, 2015

ტრენინგის პირველი დღე

  1. გავიცანით ერთმანეთი,გავეცანით ინტელის სასწავლო კურსს.ტრენერმა გაგვაცნო კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით სწავლების პროცესის გაუმჯობესების გზები.ვისწავლეთ პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა,გავეცანით კურსის რესურსებს და მათი საქაღალდეში შენახვა.ვისწავლეთ ბლოგის შექმნა.